საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, წერტილოვანი შეზღუდვების პოლიტიკა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ვირუსი სრულად არ იქნება დაძლეული.
ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების იმ თხოვნაზე, რომლის თანახმად ბიზნეს ასოციაციის და ცალკეული კომპანიების 1 თებერვლიდან ეკონომიკა შეზღუდვების გარეშე გაიხსნას ეხება, მაია ცქიტიშვილი ასე პასუხობს:
„მთავარი პასუხი მათთვის არის ის, რომ წერტილოვანი შეზღუდვების პოლიტიკა არ არის მხოლოდ საქართველოს გამოგონება, ეს არის ის მიდგომა, რომელსაც მთელი მსოფლიო მიმართავს, რათა ნაკლები ზიანი მიიღოს ქვეყანამ. ვფიქრობთ, მიზნობრივი და სწორი ღონისძიებები განვახორციელოთ, რომ ერთი მხრივ, შევარჩეროთ ვირუსის გავრცელება და მეორე მხრივ, ნაკლები ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას. წერტილოვანი შეზღუდვების პოლიტიკა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ვირუსი სრულად არ იქნება დაძლეული“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, ყველა შეზღუდვა, მათ შორის 1 თებერვლიდან მოიხსნება ეპიდემიოლოგიური ვითარების გათავლისწინებით.
„კარგად გვესმის, რომ ბიზნესის ინტერესი არის შეზღუდვების სრული მოხსნა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ ბალანსზე, რომელიც უნდა დავიცვათ შეზღუდვების მოხსნასა და ეპიდვითარებას შორის. ამიტომ ბიზნესის ინტერესთან ერთად მოქალაქეთა ინტერესებიც უნდა დავიცვათ, რომელთა ინტერესი არა მხოლოდ მაღაზიებში სიარულია, არამედ ჯანმრთელობის შენარჩუნება“, - განაცხადა მაია ცქიტიშცვილმა.