საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პესიმისტური სცენარით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა წელს 7% იქნება და ოპტიმისტურით - 10%-ზე მეტი.
"მოგეხსენებათ, რომ უყურებთ ეკონომიკის ძალიან სწრაფ აღდგენას და ტრენდი, რაც მომდინარეობს, ის პოზიტიური სიგნალები და განწყობები, რომელიც წამოსულია ბიზნესიდან, ჩვენ გვაძლევს ძალიან ოპტიმისტურ საფუძველს, იმედს, რომ ძალიან სწრაფად ხდება უკვე ეკონომიკის აღდგენა. ლარი არის გამყარებული და ეს ტენდენცია გრძელდება, კიდევ უფრო გამყარებას ელოდებიან ჩვენი ექსპერტები.
ეს ყველაფერი გვქიმნის ძალიან პოზიტიურ განწყობას, რომ ჩვენი ეკონომიკა აღდგება ძალიან სწრაფად, უკვე დაიწყო ამის აღდგენა. 45% იყო ზრდა აპრილის თვეში, რომელიც იყო უპრეცედენტო და ძალიან უნიკალური შემთხვევა და ასევე, მაისში ველოდებით ჩვენ ზრდის ძალიან მაღალ შედეგს. შესაბამისად, წელს ჩვენი ეკონომიკის ზრდა იქნება 7%-ზე მეტი, ეს არის პესიმისტური სცენარით დათვლილი და ოპტიმისტურით, შეიძლება, 10%-ზე მეტი იყოს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
9 ივნისს მსოფლიო ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზები განაახლა, რომლის მიხედვითაც, წელს საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება - აქამდე არსებული პროგნოზი 4,3% იყო.