![](/images/shemosavlebis-samsakhuri_w_h255552.jpeg)
შემოსავლების სამსახურის ცნობით, მათ ვებსაიტზე წვდომა ტექნიკური ხარვეზის გამო არის შეზღუდული. სასურველი ინფორმაციის მიღება კი, 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე ცხელ ხაზზეა შესაძლებელი.
"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ შიდა ქსელის სისტემური დაზიანების გამო, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დროებით შეჩერებულია გარკვეული სახის ელექტრონული სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა. მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, რათა დროულად მოხდეს მომსახურების სრული აღდგენა.
აქვე გაცნობებთ, რომ სასურველი ინფორმაციის მისაღებად, 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს - 2 299 299 ან ისარგებლოთ RS ჩათის/ RS ბოტის მეშვეობით ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე
შემოსავლების სამსახური ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის", - წერს შემოსავლების სამსახური.