საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 272.3 მლნ აშშ დოლარი, ანუ 723.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 26.9%-ით, 100 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2023 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ცენტრალური ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.0% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა თებერვალში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 97.0% მოდიოდა.
გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – 62.20 მილიონი აშშ დოლარი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა, მეორე ადგილზეა იტალია, 43.97 მილიონი აშშ დოლარით, მესამე ადგილს 41.21 მილიონი აშშ დოლარით აშშ იკავებს, ხოლო მეოთხე ადგილზეა ისრაელი, 20.43 მილიონი აშშ დოლარით, მეხუთე ადგილზე კი – საბერძნეთი, 18.99 მილიონი აშშ დოლარით.
2024 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 29.0 მლნ აშშ დოლარი, ანუ 77.0 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2023 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.1%-ით მეტია.