jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
ACT-ს კვლევის თანახმად, 2020 წელს პანდემიის პირობებში, თბილისელების ქცევა სხვადასხვა აქტივობების კუთხით მნიშვნელოვნად შეიცვალა.
 
კერძოდ, 2020 წლის დეკემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობამ შეცვალა ქცევა სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად: რესპონდენტების 51%-მა შეამცირა და მათ შორის 12% საერთოდ აღარ იყენებს ნაღდ ფულს; პარკებში და სკვერებში სიარული შეწყვიტა 36%-მა; რაც შეეხება ფიზიკურ აქტივობას (ვარჯიში სახლში, ქუჩაში, სტადიონზე) გამოკითხული რესპონდენტების მხოლოდ 22% აღარ ახორციელებს.
 
ამასთან, 2020 წლის მარტში ჩატარებული კვლევის მიხედვით სტუმრად სიარული გამოკითხული რესპონდენტების 40%-მა ხოლო, 2020 წლის 11-13 დეკემბრის მონაცემის მიხედვით რესპონდენტების 55%-მა შეწყვიტა. შესაბამისად, სახლში სტუმარს მარტის მონაცემის მიხედვით 36%, ხოლო დეკემბრის მონაცემის მიხედვით 56% აღარ ეპატიჟება.
 
რაც შეეხება დაბადების დღეებზე და პანაშვიდებზე სიარულს 2020 წლის დეკემბრის მონაცემის მიხედვით კიდევ უფრო შემცირდა. მარტში 43%, ხოლო დეკემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, რესპონდენტების 60% უფრო ნაკლებად ან საერთოდ აღარ ახორციელებს აღნიშნულ აქტივობას.
 
ინფორმაციისთვის, გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 403 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის 2020 წლის 11-13 დეკემბერს. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ არ აღემატება 4.9%-ს. გამოყენებული მეთოდი – სატელეფონო გამოკითხვა.
1471