როგორც მთავრობის ადმინისტრაციასთან მოძრაობა ,,სოცაფეთქება”- ს მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე გაჟღერდა , დაგროვდა მთელი რიგი სადავო საკითხები, როგორც ადმინისტრაციული კოდექსიდან, ასევე სისხლის სამართლის კოდექსიდან, რომელიც აწესებს სანქციას იზოლაციის და კარანტინის წესების დარღვევაზე.
აქტივისტები მოითხოვენ კომენდანტის საათის გაუქმებას, ტურიზმის სექტორში არსებული პრობლემების მოგვარებას და ა.შ . ისინი ამ მოთხოვნებით სარჩელს ხვალ, საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ.
,,თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელი სალომე ხვადაგიანის განცხადებით, ნებისმიერ ქვეყანაში განსაზღვრული უნდა იყოს ობიექტური კრიტერიუმები თუ რა შემთხვევაში შეიძლება დამძიმდეს, შეიცვალოს, ან შერბილდეს შეზღუდვები.
“ ჩვენ ქვეყანაში კი ასეთი კრიტერიუმები არ გვაქვს.
,,თავისუფლების ინსტიტუტი” საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანს კოლექტიურ სარჩელს ,,ქართველი ხალხი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ”. ვაპროტესტებთ მთელ რიგ სადავო ნორმებს, როგორც ადმინისტრაციული კოდექსიდან, ასევე სისხლის სამართლის კოდექსიდან, რომელიც აწესებს სანქციას იზოლაციის და კარანტინის წესების დარღვევაზე. ასევე ვაპროტესტებთ მუხლებს, რომლის მიხედვით, პარლამენტმა გადასცა მთლიანი საკანონმდებლო პასუხისმგებლობა მთავრობამ. ნებისმიერ ქვეყანაში განსაზღვრული უნდა იყოს ობიექტური კრიტერიუმები, რა შემთხვევაშიც შეიძლება დამძიმდეს შეზღუდვები, შეიცვალოს, ან შერბილდეს. ჩვენ ასეთი კრიტერიუმები არ გვაქვს. მაგალითად გერმანიაში, ეს ინფიცირებულთა რაოდენობაზე არის დამოკიდებული”, - განაცხადა სალომე ხვადაგიანმა.