gorgia
ავერსი legi

მთავრობა პესტიციდებისა და აგროქიმიური საშუალებების ფასების შესწავლას დაიწყებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

"მოგეხსენებათ, უკვე დავიწყეთ ფასების შესწავლა ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიც არის სურსათი, მედიკამენტები, საწვავი და ანალოგიურ პროცესს ვიწყებთ პესტიციდებისა და აგროქიმიური საშუალებების მიმართულებითაც.

ჩვენი შეფასებით, საქართველოში აღინიშნება როგორც მაღალი ფასები პესტიციდებზე, ისე მათი ჭარბი მოხმარების პრაქტიკა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ფერმერებთან, დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების საფუძველზე, უახლოეს მომავალში შექმნის სამართლიან სისტემას, რომელიც პესტიციდებზე მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომ ფასებს უზრუნველყოფს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

127