მაესამე დღეა ცაგერის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან. სოფელ ღუშში ათი ოჯახი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.
სოფლების დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც გზაზე გადაადგილება სახიფათოა. ადგილზე სპეციალური ტექნიკა დილიდან მუშაობდა, თუმცა დიდი მასის ჩამოწოლის გამო მუშაობა გზის გაწმენდა ვერ ხერხდება .
“გზის გათავისუფლება ვერ ხერხდება, რადგან ისევ ჩამოდის ხელახალი მიწის ჩამონაშალი” -აცხადებენ ადგილობრივები.
ადგილზე იმყოფება მხარის გუბერნატორი და ცაგერის მერი. მათი ინფორმაციით, მოსახლეობას პროდუქტს და მედიკამენტებს აწვდიან.
ცნობისთვის ცაგერის რაიონში ამინდის გაუმჯობესებას მომდევნო კვირიდან ელოდებიან.
ქვეყანაში ამინდის გაუარესებამ სხვადასხვა ტიპის პრობლემები კიდევ რამდენიმე რაიონში შექმნა.