სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ მომსახურების მწარმოებელთა ფასების 2024 წლის აგვისტოს ინდექსი გამოაქვეყნა.
საქსტატის მონაცემებით, მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.1 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 3.4 პროცენტით;
სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 2.8 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 12.0 პროცენტით;
მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვების უზრუნველყოფით მომსახურებაზე წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.3 პროცენტით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 6.1 პროცენტით.
„მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.1 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში ფასების 26.6 პროცენტით კლება დაფიქსირდა წყლის ტრანსპორტის მომსახურებაზე, ხოლო დასაწყობებასა და დამხმარე სატრანსპორტო მომსახურებაზე 0.8 პროცენტით. ამასთან, სახმელეთო ტრანსპორტის მომსახურებისა და მილსადენებით ტრანსპორტირების მომსახურების ჯგუფზე ფასები შემცირდა 0.4 პროცენტით, ხოლო საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე ფასები გაიზარდა 1.8 პროცენტით.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაიზარდა 3.4 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში ფასების ზრდა დაფიქსირდა საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე 14.0 პროცენტით, ხოლო დასაწყობებასა და დამხმარე სატრანსპორტო მომსახურებაზე 1.3 პროცენტით. ამასთან, სახმელეთო ტრანსპორტის მომსახურებისა და მილსადენებით ტრანსპორტირების მომსახურების ჯგუფზე ფასები გაიზარდა 1.0 პროცენტით, ხოლო წყლის ტრანსპორტის მომსახურებაზე ფასები შემცირდა 23.4 პროცენტით.