წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ რადიო მაესტროს ეთერში, გადაცემა "მაესტროს ბიზნეს თამში" განაცხადა, რომ სამუშაო ადგილების შესაქმნელად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და სოფლის მეურნეობის მიმართულებით საერთაშორისო ექსპერტები უკვე ჩამოყვანილი ჰყავთ.
"ჩვენ უკვე ჩამოვიყვანეთ ბელარუსი სპეციალისტები სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ასევე იტალიიან ჩამოვიყვანეთ ლოკოკინების მეურნეობის ფუძემდებელი პირობნება, რომელმაც ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა და მიწების ანალიზები განახორციელა წინსწრებად. შესაბამისა, ერთ-ერთი მინიციპალიტეტი, სადაც განვითარდება ლოკოკინების ინდივიდუალურ წარმოებას გულისხმობს, ამასთან ქარხანის ჩადგმა იგეგმება, რომელიც გაამამუშავებელი იქნება. ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმინარეობს. ასევე მესაქონლეობა, როგორც გითხარით ბელარუსიდან ჩამოვიყვანეთ სპეციალისტები, თქვენ იცით რომ ბელარუსიაში სოფლის მეურნეობა საკმაო განვითარებულია და მთთნაც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენი - მერიის კომპეტენცია გახლავთ საინვესტიციო წინაადებების შეთავაზება, საინვესტიციო მიმართულებების შექმნა, ვმუშაობთ ინვესტორებამდე სწორი ინფორმაციის მიტანაზე, რომ საინტერესო და მიმზიდველი გავხადოთ ჩვენი მუნიციპალიტეტი", - ამის შესახებ წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ რადიო მაესტროს ეთერში, გააცემა "მაესტროს ბიზნეს თამში" განაცხადა.