"სოფლის მეურნეობის მიმართულებით წარმოგიდგენთ მასშტაბურ პროექტებს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
"ჩვენ უკვე დავიწყეთ ახალი პროგრამები, როგორიც არის "აწარმოე საქართველოში“, ასევე, სოფლის მეურნეობაში გვაქვს სერიოზული და ამბიციური გეგმები, რომლებიც ნაწილობრივ დავიწყეთ და იანვრიდან გავაფართოებთ მასშტაბებს.
ამას გარდა, უახლოეს რამდენიმე კვირაში გამოვალ ინიციატივებით, აქტიურად ვმუშაობთ ეკონომიკის სამინისტროსთან, ტურიზმის მიმართულებით, ახალი ტურისტული ლოკაციების შექმნის კუთხით. ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს სამუშაო ადგილების შექმნა და სიღარიბის დაძლევა. ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო ეროვნული ამოცანა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
სოფლის მეურნეობის მიმართულებით წარმოგიდგენთ მასშტაბურ პროექტებს - ირაკლი ღარიბაშვილი
1069
|