global distribution
გარე ავეჯი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესა და პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად „მეღვინეობა კაჭრეთის“ საწარმო დაათვალიერა.

კომპანია საქართველოში ფრანგული კონიაკის, „ნაპოლეონის“ წარმოებას იწყებს.

„საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და ისტორიული დღეა. საქართველოში იწყება კონიაკის ჩამოსხმა. ეს განსაკუთრებული მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან პირველად ხდება, რომ საფრანგეთის გარეთ ხდება კონიაკის ბრენდის გატანა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობის და მეგობრობის შედეგი, რომელიც საფრანგეთს და საქართველოს შორის არსებობს. კონიაკის ისტორია საქართველოში მე-19 საუკუნიდან იწყება. 1888 წელს დავით სარაჯიშვილმა პირველად ჩამოასხა საქართველოში ბრენდი კონიაკი. დავით სარაჯიშვილი საფრანგეთში სამწლიანი სწავლების შემდეგ ჩამოვიდა და კონიაკის ისტორია საქართველოში სწორედ აქედან დაიწყო, შემდგომში გავიდა სომხეთში და აზერბაიჯანში. ეს ტრადიცია, რომელიც, ფაქტობრივად, საუკუნე-ნახევარია, მოგვყვება, დღეს კიდევ ერთხელ აღდგა. ეს არის დიდი შრომის და დიდი ნდობის შედეგი. ეს არის, პირველ რიგში, ნდობა პარტნიორობის მიმართ, ნდობა ქვეყნის მიმართ, ნდობა ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მიმართ. საქართველო, ფაქტობრივად, არის რეგიონში მშვიდობის კუნძული და ზუსტად ეს განაპირობებს ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, რომ კონიაკი გადის საფრანგეთის გარეთ. რა თქმა უნდა, ეს თქვენი დამსახურებაა, ბატონო პრემიერო. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის. მშვიდობა უზრუნველყოფს შესაძლებლობებს ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში შემოვიდნენ და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ბიზნესისთვის აქამდე ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, დღეს შესაძლებელი გახდა. მინდა, მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო კარიჭაშვილების ოჯახს, მადლობა გადავუხადო კაჭრეთის ღვინის მარანს ამ მნიშვნელოვანი პროექტისთვის. დღევანდელი ფაქტი მნიშვნელოვანი მაგალითია, თუ რა მოაქვს ქვეყნისთვის მშვიდობას, რა მოაქვს ქვეყნისთვის სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას და იმ საინვესტიციო გარემოს, რომელსაც ამ ქვეყანაში „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

153