როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საკუთარი Twitter-ის გვერდზე წერს, მისი სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოპარაკებების მედიაციისთვის საქართველოში დაბრუნდება.
“შევაჯამე საქართველოში მედიაციის პროცესში მიღწეული პროგრესი. საქართველოს მოქალაქეების ინტერესების სასარგებლოდ აუცილებელი კომპრომისების დროა. მედიაციის გასაგრძელებლად წარმომადგენელი უკან დაბრუნდება”- წერს შარლ მიშელი.
შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მორიგი შეხვედრა 19 მარტს 15:00 საათისთვის დაიწყო. მოლაპარაკებები 9 საათზე მეტხანს გრძელდებოდა. მოლაპარაკება შეთანხმების გარეშე დასრულდა .