სტატისტიკის ეროვნული მსამსახურის წინასწარი შეფასებით სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 8.8%-ით გაიზარდა - ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის 9 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 10.2% შეადგინა.
სექტემბერში ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში - ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, მშენებლობა, ტურიზმი, დამამუშავებელი და სამთო-მოპოვებითი მრეწველობა. კლება დაფიქსირდა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგებში
საქსტატის თანახმად, სექტემბერში ბიზნეს სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუვნამ 11.6 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 19.5%-ით მეტია.