საქაველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურების დანიშვნას "უმრავლესობის მიერ წარმოებული მანკიერი პროცესის ლუსტრაციად" მიიჩნევს.
"რაც ეხება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს, ყველას მიერ პროფესიონალად და გამოცდილ კადრად აღიარებული გიორგი ბაქრაძის კანდიდატურის საჯარო და სამარცხვინო ჩაგდების შემდეგ, საჭირო გახდა უმრავლესობის მიერ წარმოებული ამ მანკიერი პროცესის ლუსტრაცია, რომელიც პარლამენტმა 21 სექტემბერს 82 და 83 ხმით დაამტკიცა", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
21 სექტემბერს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა. ნანა ყეინიშვილის კანდიდატურას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო თეიმურაზ ხომერიკს უმრავლესობის 82-მა წევრმა.