ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვიურად აქვეყნებს დეტალურად აღწერილ ფინანსური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ტენდენციების შესახებ ანალიტიკურ ცხრილებსა და დიაგრამებს.
ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოცემის მიზანია უზრუნველყოს ფართო საზოგადოებისათვის ქვეყნის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მაკროეკონომიკური ანალიზის ოპერატიულად მიწოდება.
„საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აგრძელებს "მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის" და "საფინანსო სექტორის მიმოხილვის" გამოქვეყნებას. როგორც წინა თვეში, ამ ანგარიშშიც საბანკო სექტორის მონაცემები მონეტარული სტატისტიკის მეთოდოლოგიის მიხედვითაა განახლებული.
გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა.
აგვისტოს ანგარიშების ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე “პუბლიკაციების“ რუბრიკაში“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.