უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საკუთარ ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომ ომის დროს დაზარალებული ყველა ქალაქის აღდგენისთვის სპეციალური სახელმწიფო პროგრამა შეიქმნება, რათა უკრაინის ქალაქებში რუსული შემოჭრის კვალიც არ დარჩეს.
ზელენსკის თქმით, ყველა ქალაქში სადაც ბოროტება იყო, საუკეთესო არქიტექტორები და კომპანიები იმუშავებენ.
"ომის შემდეგ, ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ჩვენ ავაშენებთ ყველაფერს, რაც დანგრეულია ძალიან სწრაფად და ძალიან ეფექტურად. თითოეული დაზარალებული ქალაქისთვის შეიქმნება სპეციალური სახელმწიფო პროგრამა აღდგენისთვის. მე უკვე დავავალე მთავრობას პროგრამის შემუშავების დაწყება. ჩერნიგოვი და სუმი, ახტირკა და ჟიტომირი, იზიუმი, მარიუპოლი - ყველა ქალაქში, სადაც ბოროტება იყო, რუსული შემოჭრის კვალი აღარ იქნება. საუკეთესო არქიტექტორები, კომპანიები, პროექტები თითოეული ქალაქისთვის", - აღნიშნა პრეზიდენტმა.