ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, საფრანგეთში ევროკავშირის ლიდერების სამიტზე უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას საკთხსაც განიხილავენ.
ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
შარლ მიშელის თქმით, საუბარი ასევე იქნება ევროპის მხრიდან, რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებაზე.
,,ჩვენ, დღეს და ხვალ გვაქვს სტრატეგიული სამიტი, რადგან ჩვენი ამოცანაა, დავადგინოთ, რა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ ერთად, რომ ევროკავშირი იყოს უფრო მტკიცე და ნაკლებად დამოკიდებული რუსულ გაზზე. ახლა არის ძალიან რთული მომენტი, რადგან ეს არის ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ და განვიხილავთ ამ სიტუაციის ყველა შედეგს. ამასთან, ჩვენ მივუახლოვდით ევროკავშირის გაფართოების პროცესის განხილვას, რადგან უკრაინამ მიიღო გადაწყვეტილება, ევროკავშირის წევრად მიღებაზე, ოფიციალური განაცხადის შეტანის შესახებ. იგივე გადაწყვეტილება მიიღეს საქართველომ და მოლდოვამ, რის შესახებაც განხილვა იქნება", - განაცხადა შარლ მიშელმა.