საინვესტიციო პორტფელის 2023 წლის მაისის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2023 წლის მაისის ჩათვლით 46.1%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 7.2% შეადგინა.
2023 წლის 31 მაისის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 3.47 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 556 მილიონი ლარია.