საქართველოში საჰაერო მიმოსვლის აღდგენის დინამიკა სწრაფი ტემპებით უბრუნდება 2019 წლის ყველაზე აქტიურ და მზარდ ნიშნულს, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.
სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე უკვე ოპერირებს 38 ავიაკომპანია, 27 ქვეყნის 72 მიმართულებით.
ამასთან, სააგენტოს ცნობით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღდგენილია ავიარეისების 74% (375-395 სიხშირე კვირაში), ხოლო საჰაერო მიმართულებების 72%.
„ყველაზე მზარდი მაჩვენებლებით გამოირჩევა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც უკვე 21%-ით მეტ რეისს ემსახურება (110-115 სიხშირე კვირაში), ვიდრე 2019 წლის ივლისში“, – აცხადებენ სააგენტოში.